http://radioajara.ge/news.php? id=957&lang=ge#.WRrszuU9GbY. gmail
მ.ხინიკაძის სახელობის ქუჩა

პირველად ჩვენს ერთგულ ინტერნეტს მივმართე, თუმცა ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება ვერ მოვახერხე. ინტერნეტში ძალიან მწირი ინფორმაცია იყო:ქალაქის ქუჩების რუკა, ბათუმის თეატრის ისტორია( სადაც მოღვაწეობდა მერაბ ხინიკაძე),სკოლის ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე ორი საინტერესო წიგნი:თეიმურაზ კომახიძის ,,ბათუმის ამაგდარნი“ და ისევ თეიმურაზ კომახიძის ,,ქალაქ ბათუმის ქუჩების ისტორია“.საჯარო ბიბლიოთეკაშიც წავედი, მაგრამ ვერც იქ მოვიძიე ბევრი ინფორმაცია. ისეთი პატარა ქუჩის შესახებ, როგორიც ხინიკაძის ქუჩაა, არც 2012 წელს გამოცემულ საკმაოდ საინტერესო წიგნში (,,ბათუმი-ქუჩები, მოედნები, ძეგლები, პარკები“) იყო ჩემთვის საჭირო ინფორმაცია.
ჩემი ქუჩა მართლაც ძალიან პატარა ქუჩაა და არც გამკვირვებია, რომ ბევრი ინფორმაცია ვერ ვიპოვე, თუმცა ძალიან მეწყინა. მერაბ ხინიკაძის ქუჩა იწყება ლერმონტოვის ქუჩიდან და მთავრდება ტურგენევის ქუჩასთან. იგი განლაგებულია ერას ქუჩასა და შოთა რუსთაველის ქუჩებს შორის. ქუჩა თავდაპირველად პიონერთა ქუჩის სახელს ატარებდა, ხოლო შემდეგ მას მ.ხინიკაძის სახელი მიანიჭეს.
მერაბ(მურად) ხინიკაძე დაიბადა ქობულეთში რაიონის სოფელ ხუცუბანში 1912 წელს, იგი სწავლობდა თბილისში შოთა რუსთაველის სასწავლებელთან არსებულ სპეციალურ სტუდია -სახელოსნოში.
1937 წლისთვის იგი ბათუმში დაბრუნდა.მერაბ (მურად) ხინიკაძე თავისმოგონებებში წერს ,,მემედ აბაშიძე მანამდეც იცნობდა ახმეტელს, თბილისშიარაერთხელ შეხვედროდენ ერთმანეთს, სტუდიაში ჩვენი სწავლის პერიოდშიიგი ხშირად ჩამოდიოდა ჩვენთან და ახმეტელს ეტყოდა –აბა შენ იცი, ჩემო საშა,ჩემი შვილებია შენთან და კარგად მოუარე ... გვეყო გასტროლები, ახლასაკუთარი თეატრი მოგვიარს, მაგრამ იცოდე ჩემო საშა, პირველი პიესა აჭარისცხოვრებიდან უნდა დაიდგას, ხომ იცი იქ ქართულ სიტყვას რა ძალა აქვს?!”
მ. ხინიკაძე თეატრში 50 წელი მოღვაწეობდა და 150-ზე მეტი როლი ითამაშა. როგორც თეიმურაზ კომახიძე აღნიშნავს ,,იგი პროფესიონული გემოვნებით, ძუნწი ფერებით ხატავდა თითოეულ სახეს, რაც იშვიათია თეატრალურ ხელოვნებაში“
მან ასევე მონაწილეობა მიიღო ოთხ ფილმში:
1),,ზღვის შვილები“ (1966)
2),,ეთერის სიმღერა“ (გიორგი) (1956)
3),,ჩრდილი გზაზე“ (არჩილი) ( 1956)
4),,ჭრიჭინა“ (1954)
1959 წელს ბათუმის თეატრის სცენაზე დაიდგა სპექტაკლი ,,ოტელო“, რომელშიც მერაბ ხინიკაძეს იაგოს როლიუთამაშია. ბატონი თეიმურაზ კომახიძე თავის წიგნში ხინიკაძეის შესახებ წერს:“სპექტაკლს უდიდეს სიძლიერეს ანიჭებს იაგოს როლის შემსრულებელი მ. ხინიკაძე, რომელიც როლს განასახიერებს ვერაგი, გამყიდველი, ინტრიგანი კაცის ბუნებრივი განსახიერებით. ბატონ მერაბს ბავშვობიდან ვიცნობდი, ჩვენ მეზობლად ვცხოვრობდით, ძალიან დიდი სიმპათიებით ვიყავი გამსჭვალული მის მიმართ, მაგრამ იაგოს როლს ისე ძლიერად განასახიერებდა, რომ სპექტაკლის მსვლელობის პერიოდში ის ჩემთვის ყველაზე საძაგელ ადამიანად წარმოჩნდებოდა, ხოლო იაგოს მიერ ვერაგობის ქსელში გახვეული ოტელო სიბრალულსა და სიყვარულს იწვევდა.“ მისი სიტყვებიდან ვიგებთ, რომ მ. ხინიკაძე ძალიან კარგი მსახიობი იყო. იგი ორჯერ, 1958-1962 და 1974-1978 წლებში, იყო ბათუმის სახელმწიფო თეატრის დირექტორი.
როგორც უკვე აღვნიშნე, მ. ხინიკაძის შესახებ ინტერნეტში ძალიან მწირი ინფორმაცია იყო, ამიტომ გადავწყვიტე გამოკითხვა ჩამეტარებინა, თუმცა ესეც უშედეგო აღმოჩნდა ,რადგან ამ ქუჩის მცხოვრებლებმა თითქმის არაფერი იცოდნენ მ. ხინიკაძის შესახებ.
გულსატკენია, რომ ახალი თაობებისთვის თითქმის იკარგება ისეთი ადამიანების სახელები, როგორიც მერაბ ხინიკაძე ყოფილა.
ვფიქრობ,იმისთვის,რომ ხალხმა გაიგოს ვის სახელს ატარებს ესა თუ ის ქუჩა ,შესაძლებელია და აუცილებელიცაა, ქუჩების დასაწყისში გაკეთდეს მცირე ზომის საინფორმაციო დაფა, რომელზეც განთავსებული იქნება მცირე ინფორმაცია იმ პიროვნების შესახებ, ვის სახელსაც ატარებს ეს ქუჩა.
Комментариев нет:
Отправить комментарий