ალექსანდრე გრიბოედოვი
დაბადების თარიღი:
|
15 იანვარი, 1795
|
გარდაცვ. თარიღი:
|
11 თებერვალი, 1829 (34 წლის ასაკში)
|
დაკრძალვის ადგილი:
|
მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
|
კატეგორია:
|
მწერალი
|
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.
მიიღო მრავალმხრივი განათლება. 1822 წლიდან მსახურობდა თბილისში – თავდაპირველად მთავარმართებელ ერმოლოვთან, შემდეგ პასკევიჩთან; დაუახლოვდა მოწინავე ქართველ საზოგადოებას, განსაკუთრებით ა. ჭავჭავაძის ოჯახს; 1827 წელს მიანდეს ირანსა და ოსმალეთთან დიპლომატიური ურთიერთობის წარმართვა; 1828 წელს დანიშნეს რუსეთის მინისტრ–რეზიდენტად(სრულუფლებიან წარმომადგენლად); მისი მთავარი თხზულებაა კომედია "ვაი ჭკუისაგან"(სრული ტექსტი გამოქვეყნდა 1862 წელს); შემონახულია ცნობები, რომ "ვაი ჭკუისაგან" პირველად ა. ჭავჭავაძის სახლში წარმოუდგენიათ, ხოლო შემდეგ რომან ბაგრატიონის სასახლეში(გრიბოედოვის სახელობის თეატრის ყოფილი შენობა); მის სახელთანაა დაკავშირებული გაზეთ "ტიფლისსკიე ვედომოსტის" გამოცემა, სამაზრო სკოლების გახსნა, თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის დაარსების ცდა, "კომერციული ბანკის" დაარსება; მასვე ეკუთვნის აღა–მაჰმად–ხანის მიერ დანგრეული თბილისის განახლების პროექტი; განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შედგენილი მთელი ამიერკავკასიის სამეურნეო-კულტურული გარდაქმნის პროექტი; საქართველოსთანაა დაკავშირებული მისი მხატვრული შემოქმედების ნაწილი:
"მგზავრის წერილები", ლექსი "იქ, სადაც რბის ალაზანი", პოემა "მეყალიონეები", ფრაგმენტები დაუმთავრებელი ტრაგედიისა "ქართული ღამე", გეგმა ტრაგედიისა "რადამისტი და ზენობია"; რუსი მწერალი და დიპლომატი.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.147
ნინო ჭავჭავაძე
– ქალი, რომელმაც დაატყვევა რუსი პოეტი და მისი ერთგული დარჩა სიკვდილის კარამდე.
ცნობები და მოგონებები ნინოს შესახებ ცოტაა დარჩენილი,
ხოლო ის, რაც დარჩა,
გადმოსცემენ საოცარი ქალის ხატებას, რომელმაც გრიბოედოვის გული დაიპყრო და მისი ხსოვნის ერთგული დარჩა.
მოსწავლე და მასწავლებელი
...1822 წელი. მზიანი საქართველო. კახეთში, წინანდალში, თავადი ჭავჭავაძე–დადიანის სასახლეში გადის ნინოს ბედნიერი ბავშვობა. დიდი მამულის რომელ კუთხეშიც არ უნდა იმყოფებოდეს ეს ბავშვი–მოზარდი, იქიდან ისმის სიცილ–კისკისი და მხიარული ჩურჩული. მისი კისკისი ზარივით ისმის, ქვიდან–ქვაზე ხტის. მოუსვენარ გოგონას ძიძა ეძახის და სთხოვს დაბრუნდეს სახლში, მუსიკისა და რუსული ლიტერატურის გაკვეთილებზე. ნინო ცდილობს დაიმალოს ბაღში, რომ არავინ დაინახოს. რა თქმა უნდა! გაკვეთილებზე უნდა გაიქცეს, რომლებსაც ბატონი სანდრო ატარებს. ნინოს იგი სასაცილო ეჩვენება: გამუდმებით ისწორებს ცხვირზე პენსნეს, კრიტიკულად ადევნებს თვალყურს მოსწავლის ფრანგულ გამოთქმებს და აიძულებს დაუკრას მომაბეზრებელი გამები! ყოველთვის ერთი და იგივე!
მაგრამ ნინოს არ შეუძლია გააცდინოს მეცადინეობები: ეს რუსი ბატონი ალექსანდრე "სერგეევიჩ" გრიბოედოვი – მამის ძველი მეგობარია და მამას ეწყინება, თუ გაიგებს, რომ მის ქალიშვილს არ მოსწონს მეცადინეობა! უფროსი დაიკო კატოც განაწყენდება! ნინო ერთს ამოიოხრებს და თავისთვის ნაჩქარევად წარმოთქვამს წმინდა ნინოს ლოცვას, რომ გაკვეთილებმა კარგად ჩაიაროს და მობუზღუნე ძიძას გაყვება. ძიძა ამბობს, რომ ნინო მამამ და დაიკო კატომ ძალიან გაათამამეს, ეს კი თხასავით დახტის დილიდან–საღამომდე.
დიახ, მისი ახლობლები სულში იძვრენდნენ ნინოს. კნიაზი სანდრო – ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძე, რუსული არმიის გენერალ–მაიორი, საქართველოს მსხვილი პოეტი და ლიტერატორი, ნახჭევანისა და ერევანის ოლქის გუბერნატორი – დატყვევებული იყო უმცროსი ქალიშვილის მშვენიერებით. დედაც და ახალგაზრდა ბატონიშვილი კატოც მის ტყვეობაში მოექცნენ.
გოგონა ჭიშკარში შერბის, შემდეგ დერეფანში და აღებს ნათელი, სუფთად დალაგებული ოთახის კარებს, რომელშიც სპარსული ხალიჩაა გაფენილი. მზის შუქზე ბრწყინავენ პენსნეს მინები, ხოლო მასწავლებლის თვალები, როგორც წესი, სერიოზულად მომზირალნი, ეშმაკურად და დამცინავად უყურებენ მას.
ნინო ისმენს ცერემონიულ მისალმებას "დილა მშვიდობისა ბატონიშვილო!" – ფრანგულად და თავადაც მუხლებში იხრება მისასალმებლად. მკვეთრი მოძრაობებისაგან ნაწნავები ეშლება, თმები ტალღებივით ეყრება ზურგზე, ხოლო თმის ერთი კულული მარცხენა თვალს უფარავს!
ნინო ცდილობს კულული შებერვით მოიშოროს და მის მიღმა ხედავს მოცინარ ბატონ სანდროს. ერთ წუთში მუსიკალური ოთახი ახალგაზრდული სიცილით ივსება.
რამდენიმე წლის შემდეგ...
...16 წლის ნინოს ბევრი სასიამოვნო საქმიანობა ჰქონდა.
დღის განმავლობაში სწავლობდა ნოტებს, წერდა დავალებებს ფრანგულად, ეხმარებოდა დედას – სალომეს სტუმრების მიღებაში, ქარგავდა ან ალაგებდა წიგნებს თაროებზე, რომელიც შორეული პეტერბურგიდან ან მოსკოვიდან ჩამოსდიოდა. საღამოობით დაღლილი ნინო დადებდა თუ არა თავს ბალიშზე, მაშინვე იძინებდა. ხოლო ახალ დღეს ახალი საზრუნავი მოჰქონდა: სტუმრები, მიღებები, წიგნები, ქარგვა...
ერთხელ კატომ შეამჩნია, რომ ნინომ ფორტეპიანოზე ცუდად დაკვრა დაიწყო. მაგრამ მისი მომთხოვნი მასწავლებელი ხომ მინისტრი გახდა და გაკვეთილებისათვის ნაკლებად ეცალა.
...1828 წლის 16 ივლისს, ტიფლისში, პრაქსივია ახვერდოვას სახლში, რომელიც ნინოს ნათლია იყო, კერძებით სავსე მაგიდას სტუმრები შემოსხდომოდნენ. უშუალოდ ამ ქალბატონის გულითადი ჩარევით მოხდა ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ნინოს ცხოვრებაში. მან კმაყოფილებით აღნიშნა: "კარგია, რომ სადილად არ არის მოსული სერგო ერმოლოვი"( გენერალი ერმოლოვის ვაჟი ). იგი რაღაც დროის მანძილზე ნინოს ყურადღების დაპყრობას ცდილობდა, მაგრამ ნინოსაგან ვერც დადებითი პასუხი მიიღო, ვერც უარყოფითი. ახალგაზრდა ერმოლოვი, აღიარებული არა, მაგრამ მაინც კავალერი იყო.
ნინო ბატონი სანდროს პირდაპირ ზის, ქალიშვილი დარცხვენილია. დიდი ხანია ერთმანეთი არ უნახავთ. ყოფილი მასწავლებელი დიპლომატი გახდა, რუსეთის მინისტრი, რომელსაც ირანში უშვებდნენ.
"ეს იყო თექვსმეტში. ამ დღეს ვსადილობდი ჩემს ძველ მეგობართან ახვერდოვასთან. მაგიდასთან ნინო ჭავჭავაძის პირდაპირ ვიჯექი და სულ მას ვუყურებდი. დავფიქრდი, გული ამიძგერდა, არ ვიცი რამ ამაღელვა. ახალმა სამსახურმა, ახლა უკვე ძალიან მნიშვნელოვამა თუ რაიმე სხვამ მიბიძგა მტკიცე გადაწყვეტილება მიმეღო", – ასე აღწერდა გრიბოედოვი 16 წლის ქალიშვილთან შეხვედრას.
ნინო გაიზარდა და დახვეწილი, აღმოსავლური სილამაზის მფლობელი და კეთილი გულის პატრონი გახდა. შესანიშნავი განათლება, ამაყი მანერები და ახალგაზრდული გულღია მხიარულება – ამ ყველაფრის წინაშე შეუძლებელი იყო თავშეკავება, მაგრამ გრიბოედოვი არც ცდილობდა ამას. რამდენიმე წლის შემდეგ ნინოს დანახვისას იგი გაოგნებული იყო: როგორ გაიფურჩქნა და გალამაზდა იგი!
ნინოც ისე იყო ჩაფიქრებული, რომ ვერც კი შენიშნა, თუ როგორ აალაგეს დესერტი, მოსამსახურეები ფუსფუსებდნენ მაგიდის გარშემო.
ვიღაც ფრთხილად შეეხო მის ხელს. მოიხედა და ბატონი სანდრო დაინახა. იგი ღელავდა და ანიშნებდა უკან გაყოლოდა მას.
იგი გაყვა მას. ხედავდა რა, რომ სანდრო სასტუმრო ოთახში შედიოდა, ნინო ფიქრობდა, რომ ძველებურად სურდა დაესვა იგი ფორტეპიანოსთან. მაგრამ ის, რაც ნინომ მოისმინა, გააოცა იგი და გულში თბილ ტალღად ჩაეღვარა. გრიბოედოვი მას დიდი ხნის სიყვარულში გამოუტყდა, რომელსაც ვერ აცნობიერებდა აქამდე და რომელიც იმ შორეული გაკვეთილებიდან მოდიოდა.
ნინო იცინოდა, შემდეგ ტიროდა, არ იცოდა, რა პასუხი გაეცა. გრიბოედოვმა დაუყოვნებლის ცოლად გაყოლა სთხოვა.
ასეთი სიჩქარე იმ დროს შეუფერებელი იყო, მაგრამ ალბათ ის, ვინც ხელს სთხოვდა, ეს ჭკვიანი და დახვეწილი დიპლიმატი მთლიანად მოექცა გრძნობების ქვეშ. არანაკლებ ძლიერი აღმოჩნდა ნინოს საპასუხო გრძნობები.
...1818 წლის მარტში გრიბოედოვი დანიშნეს სპარსეთის დიპლომატიურიო მისიის მდივნად დანიშნეს.
"საპატივცემულო თანამდებობაზე" უარის თქმა შეუძლებელი იყო. მას ცუდი წინათგრძნობები ჰქონდა. ახალ სამუშაო ადგილზე ახალგაზრდა დიპლომატი ისე მიდის, თითქოს ეს გადასახლება იყოს.
მაგრამ მანამდე, 1828 წლის 16 ივლისი მისთვის ბედნიერ დღედ იქცა.
...ნინოს არ ახსოვდა როდის უთხრა "დიახ", რა იყო შემდგომ...
ყველას გამოუცხადეს ქორწილის შესახებ, ყველას უხაროდა და ულოცავდნენ, სარდაფებიდან მოჰქონდათ შამპანური და ქართული ღვინო. აღელვებული კატო ეხვეოდა და კოცნიდა დას.
როცა მოგვიანებით სინია ორბელიანი, ნინოს დიდი ხნის მეგობარი ეკითხებოდა მას იმ საღამოს შესახებ, იგი დარცხვენით ხრიდა წამწამებს და ჩუმად ამბობდა: "არ ვიცი, მართლა არ ვიცი! თითქოს სიზმარი იყო! თითქოს მზის სხივმა დამწვა!"
ნათლია იცინოდა: "ნამდვილად, თითქოს მზე ჩაგივარდათ თავში, თორემ ამ ყველაფერს როდორ ახსნით?! ჯერ ისევ ყავას ვსვავდით, აქ კი უცებ მორბიან: "ნინო–პატარძალი!"
გრიბოედოვს წინათგრძნობა აუხდა. ტიფლისში იგი ყვითელი ციებ–ცხელებით დაავადდა, ხოლო ახალგაზრდა საცოლე თავდადებით უვლიდა ავადმყოფს.
მიიღეს რა მამის კურთხევა, შეყვარებულებმა ტიფლისის სიონის ფათედრალურ ტაძარში დაიწერეს ჯვარი. გრიბოედოვი მაშინ 34 წლის იყო, ხოლო ნინო – 16–ის.
ციებ–ცხელების შეტევებმა ჯვრისწერის დღესაც შეახსენეს თავი. ეკლესიაში ემოციური ღელვა და ავადმყოფობა თითქოს გამწვავდა – გვირგვინის ქვეშ გრიბოედოვს საქორწინო ბეჭედი გაუვარდა ხელიდან. ეს თითქოს ცუდის მანიშნებელი იყო.
დასაწყისის მაგივრად – დასასრული
ჯვრისწერის შემდეგ ახალგაზრდები წინანდალში გაემგზავრნენ და ბედნიერად გაატარეს ძალიან ცოტა დრო. შემდეგ გაემგზავრნენ სპარსეთში, გრიბოედოვის დანიშნულების ადგილას.
მგზავრობდნენ შესვენებებით, ამიტომ გზამ დიდი დრო წაიღო. სპარსეთის მიწაზე, თავრიზში, აღმოჩნდა, რომ ნინო ორსულად იყო.
გაითვალისწინა რა საგანგაშო მდგომარეობა უცხო ქვეყანაში, გრიბოედოვმა მიიღო გადაწყვეტილება, გზა მარტო, უცოლოდ გაეგრძელებინა.
მეუღლეები დაშორდნენ, მაგრამ თითქმის ყოველ დღე ალექსანდრე საყვარელ ცოლს წერილებს წერდა: "ძვირფასო მეგობარო! უშენოდ უსაზღვრო სევდაა გარშემო...მხოლოდ ახლა ვგძნობ ჭეშმარიტად რა არის სიყვარული. ადრეც დავშორებივარ ბევრს, რომლებთანაც მყარი კავშირი მქონდა, მაგრამ ერთი–ორი დღე, ერთი კვირა და – სევდა გამქრალა. ახლა კი, რაც დრო გადის უფრო ცუდად ვარ. სწრაფად და წრფელად შევერთდით სამუდამოდ. გკოცნი...თავიდან – ფეხებამდე. მენატრები".
შემაშფოთებელი წინათგრძნობები არ ასვენებდნენ გრიბოედოვს. 1829 წლის იანვარში ტეირანი ბუნტმა მოიცვა, სპარსელების ბრბომ რუსული მისიის შენობა დაიკავა.
რუსების მცირერიცხოვანი რაზმი თავდავიწყებით იბრძოდა. ამ რაზმს გრიბოედოვი ხელმძღვანელობდა. მისმა გამბედაობამ ცოტა ხნით გააძლებინა რუსებს, მაგრამ რუსი ელჩი და მისი დამცველი კაზაკები სასტიკად ჩახოცეს.
...საშინელ ცნობას მეუღლის გარდაცვალების შესახებ საგულდაგულოდ უმალავდნენ ნინოს. შეძლეს მისი ჩამოყვანა სპარსეთიდან ტიფლისში და უკვე სამშობლოში, შემთხვევით, საუბარში შეიტყო მან თავისი საყვარელი მეუღლის ბედის შესახებ.
მშობიარობა ნაადრევად დაეწყო: ახალშობილი ბიჭუნა მამის პატივსაცემად ალექსანდრედ მონათლეს, მაგრამ მან მხოლოდ საათზე მეტხანს იცოცხლა.
ალექსანდრე გრიბოედოვის დასახიჩრებული სხეული გვიან ჩამოასვენეს დახურული კუბოთი.
როცა ახალგაზრდა ქვრივი დედისა და ახლობლების თანხლებით ქუჩაში გამოჩნდა, ხალხი მდუმარებით გადგა განზე. გრიბოედოვი მთაწმინდაზე დაასაფლავეს.
საფლავზე ნინომ ძეგლი დადგა: ბრონზის მუხლმოყრილი ქალი დასტირის საფლავს: "საქმე და ჭკუა შენი უკვდავია რუსთა ხსოვნაში...მაგრამ რატომ ცოცხლობს შენზე დიდხანს ჩემი სიყვარული? მარად სახსოვრად, შენი ნინო"
ხსოვნის ერთგული
ნინო ჭავჭავაძემ 49 წელი იცოცხლა. მეტად არ გათხოვილა, თუმცა ბევრი ღირსეული ადამიანი ითხოვდა მის ხელს. მან იცოდა, რომ უკვე ვერც ერთ მამაკაცთან ვეღარ შეძლებდა განეცადა ის გრძნობები, რასაც თავის ძვირფას სანდროსთან განიცდიდა. მისი გული ეხმაურებოდა სხვის უბედურებებს, თავისი პირადი შემოსავლებიდან იგი უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა ქველმოქმედებაზე.
უარს არ ამბობდა გართობაზე და ბალებზე, სიამოვნებით ესწრებოდა მუსიკალურ საღამოებს, თან ახლდა მამასა და დას მიღებებზე.
ჭავჭავაძეების სახლი ტიფლისშიც და წინანდალშიც ყოველთვის ღია იყო სტუმრებისათვის, ხოლო მომღიმარ, ულამაზეს ნინო ჭავჭავაძეს არასოდეს გაუხდია ქვრივის შავი სამოსი.
მას "ტიფლისის შავი ვარდი" შეარქვეს.
ნინო მხოლოდ 17 წლის იყო როცა შავები ჩაიცვა და 28 წელი გაატარა ასე. 1857 წელს თბილისში ქოლერამ იფეთქა. ნინომ ქალაქიდან გასვლაზე უარი თქვა. ნათესავებზე ზრუნვისას იგი თავადაც დაავადდა და გარდაიცვალა.

ანანო ჯიღაური
რუსი მწერალი და დიპლომატი ალექსანდრე გრიბოედოვი აღმერთებდა ნინო ჭავჭავაძეს. მან ალექსანდრე ჭავჭავაძის უფროს ქალიშვილს ხელი მოულოდნელად სთხოვა. ნინო 17 წლის იყო, როდესაც დაქვრივდა, შავები ჩაიცვა და სიცოცხლის ბოლომდე მეუღლის ერთგული დარჩა – თაყვანისმცემლების მიუხედავად, ის აღარ გათხოვილა.
“არტინფო” გთავაზობთ ერთ-ერთ წერილს, რომელიც ალექსანდრე გრიბოედოვმა ნინო ჭავჭავაძეს მისწერა და მისი წაკითხვა ემოციის გარეშე შეუძლებელია:
***
”მე თავისუფლება წამართვეს, მაგრამ შენი სიყვარული ვერა… შენ ერთხელ მითხარი: ადამიანი თავად არისო ტაძარი, მე ახლა გავიგე იმ შენი გრძნეული სიტყვების ჭეშმარიტი აზრი. შენ ხარ ჩემი ტაძარი ჭეშმარიტი, მე სალოცავად მოვსულვარ შენთან…
შენ ხარ ხატი… საღვთო სანთლის დასანთებად მოვედი შენთან. მიახლება შენს სულთან ღმერთთან მიახლებას თუ შეედრება ნინო! სხვა ბადალი მას ამ ქვეყანაზე არ გააჩნია…
სიყვარული არის მუსიკა! მაგრამ რა არის შენთან ფილდის, ბახის, ბეთჰოვენის, შუბერტის, მოცარტის მუსიკა… შენ ყოველივე ამაზე უფრო ნატიფი და მშვენიერი ხარ ჩემთვის… და ამიტომ გეტრფი…
ღმერთი შენ იცი ნინო, გონებაა სამყაროსი. გონება ენაა ღმერთისა, ამ სამყაროში სიტყვებს ვეძებ მე, რომ შენი ღვთაება უკვდავყო.
აი, შენ ნახავ მე დავწერ სიყვარულის ახალ ბიბლიას, სიყვარულის ღვთაებრივ სახარებას… მე მას ყველაზე მშვენიერ სახელს – ნინოს დავარქმევ…
ჩემი სიყვარული ჩემზე დიდია და მე ის წამლეკავს, თუ შენ ხელი არ შემიშალე.
მე რომ მხატვარი ვიყო, მხოლოდ შენი ფრესკებით მოვახატავდი საქართველოს ციხე-ტაძრებს…
შენ იცი – მე თანამედროვეობაში ვერ ვპოვე ის, რასაც ვეძებდი, ამიტომ წარსულში ვაპირებდი გაქცევას. ვერც ამან მიშველა. მერე ბუნებასთან ვაპირებდი შერწყმას, როგორც მინდია, ვერც ამაში ვპოვე შვება. ახლა მივხვდი, ადამიანის ხსნა სიყვარულშია,
ეს არის უზენაესი ღვთაებრივი არსი, რაც ადამიანს მხოლოდ ღვთაებრივ ხილვათა ჟამს გამოეცხადება.
შეყვარებული ადამიანი ღმერთია! ამ სიყვარულის განსახიერება ჩემთვის შენა ხარ ნინო! შენ ხარ ჩემი ჯვარი და სვეტიცხოველი, ვარძია და ნიკორწინდა!
მე მუდამ მწამდა, რომ სიყვარული პოეზიაა, სიყვარული სიბრძნეა, რად მინდა სოლომონ ბრძენი ვიყო, თუ შენ ჩემი სიყვარული არა ხარ… რად მინდა დავითის ფსალმუნების დამწერის ნიჭი, თუ შენ ჩემი არ იქნები… სოლომონის სიბრძნეა შენდამი ჩემს სიყვარულში და დავითის ფსალმუნების სილამაზე და ჰაეროვნება… შენ ჩემი უზენაესი პოეზია ხარ… შენზე ფიქრი ფრთას მასხამს, შენზე დარდი მკლავს.. ჩემმა სულმა კათარზისი უნდა განიცადოს, შენი სიწმინდის ღირსი რომ გახდეს… შენ ხარ უზენაესი სიწმინდე, რომლის წინაშე მე ლოცვად ვარ დამხობილი.
მე დემონი ვარ – ცოდვილი ანგელოზი. მე ფრთები მინდა რომ ისევ ავმაღლდე. შენ, მხოლოდ შენ შეგიძლია შემასხა ფრთები, შენ სანთელი ხარ სიყვარულისა, მე ცეცხლი, რომელიც იმ სანთელისათვის გამოკვესა ღმერთმა. ჩვენ ერთი სანთელი და ერთი ცეცხლი ვართ!
მე მინდა ვიყო ერთდროულად პეტრარკაც, დანტეც, შექსპირიც, ჰაფიზიც, საადიც, ფირდოუსიც, რომ შენი სილამაზის სადარი ჰიმნი ვთქვა, ჰიმნი სიყვარულისა!
მაგრამ ვაი, რომ ეს შეუძლებელია!
შენ „ ვეფხისტყაოსნიდან“ შუქად ამოფრქვეული ნესტანი ხარ. მე კი შენი ხელი მიჯნური.
რუსთაველი თუ უმღერდა ჩვენს სიყვარულს ნინო, მხოლოდ რუსთაველი აღმოსავლეთის დანტე!

შენ ყველა ლაურაზე, ყველა ბიატრიჩზე, ყველა ნესტანზე ულამაზესი ხარ ჩემთვის ნინო!
შენ ხარ პოემა პირველი სიყვარულისა, ჩემი და მხოლოდ ჩემი!
კავკასიონის გზებზე გაზაფხულის პირველი მეხი რომ იქუხებს, ის ჩემი მოსვლის ნიშანი იქნება…
ღმერთო ჩემო! რა იოლად ვეუბნებოდი ყველას – მიყვარხართ მეთქი, რა იოლია ამის თქმა როცა არ გიყვარს!
მე ბოროტებას ქედს არ ვუხრიდი, არ მეგონა, თუ სიკეთეს დავუჩოქებდი.
მე მუხლმოდრეკილი ვდგავარ შენს წინაშე და გეაჯები: აწ და მარადის იყავი ჩემი!
ახლა ქაღალდი სახარებაზე მაქვს გადაშლილი და ისე ვწერ ამ ბარათს, ეს იმას ნიშნავს ღმერთს ესმის ჩემი ყოველი სიტყვა, მე ღმერთისა და შენს გასაგონად ვამბობ ნინო, მიყვარხარ შენ მხოლოდ შენ, ცაშიც და მიწაზეც, თავდავიწყებამდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, შენი ვარ მხოლოდ!
კურთხეულ იყოს ის დღე და ის საათი, ის წამი, ის გულის ფეთქვა, როდესაც ვიგრძენ, რომ შენ მიყვარხარ!…
კურთხეულ იყოს ის ღვთაებრივი წამი, როცა ღმერთმა შენ გაგაჩინა და ჩემს საბედოდ დაგსახა. კურთხეულ იყოს აწ და მარადის!
კურთხეულ იყოს სამარადისოდ ქვეყნად ჟამი სიყვარულისა და წყეულ იყოს აწ და მარადის ჟამი სიძულვილისა…
კურთხეულ იყოს ჟამი სიცოცხლისა და წყეულ იყოს ჟამი სიკვდილისა…
კურთხეულ იყოს სიყვარული და უკვდავება!
მოკვდავთა გაუკვდავება სიყვარულს ძალუძს მხოლოდ, ღმერთი სიყვარულია და ღმერთი იგი შენშია!
როცა ამას წაიკითხავ ტაძარში სანთლები დაანთე და ჩვენს სიყვარულზე ღმერთს ესაუბრე.
ალექსანდრე გრიბოედოვი”
Комментариев нет:
Отправить комментарий