საზოგადო მოღვაწეთა სახელობის ქუჩები



პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი (. 29 ივნისი/11 ივლისი, 1850, თბილისი . 23 მარტი, 1927, თბილისი) — ქართველი ქიმიკოსი, თბილისის უნივერსიტეტის პირველი რექტორი (1918) და ამავდროულად  1918  წლიდან  1927  წლამდე ორგანული ქიმიის კათედრის გამგე.  სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1927)




პეტრე მელიქიშვილი დაიბადა ქართველი კათოლიკეების ოჯახში. 1868 წელს  დაამთავრა თბილისის ვაჟთა გიმნაზია, 1872  წლიდან სწავლობდა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტში ფიზიკა- მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე.  1873  წლიდან იყო  ევროპაში,ეცნობოდა  ლოთარმაიერისა და იოჰანესვილიცენუსის ლაბორატორიებს და იქ მიმდინარე სამუშაოებს. 1881 წელს გახდა ქიმიის მაგისტრი ნოვოროსიის უნივერსიტეტში, 1885 წელს დოქტორი. ერთი წლით ადრე, 1884 წელს დაწყებული საქმიანობა გააგრძელა, როგორც დოცენტმა, ხოლო სადოქტოროს დაცვის შემდეგ, როგორც პროფესორმა.
1885-1917 წწ. მელიქიშვილი იყო ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის აგრონიმიული ქიმიის კათედრის პროფესორი. მელიქიშვილი იყო პირველი, რომელმაც მიიღო ორგანულ ნაერთთა კლასი, რომელთაც გლიციდმჟავები უწოდა. მელიქიშვილმა თავის მოსწავლე ლევპიზარჟევსკისთან  ერთად მიიღო ზოგიერთი ელემენტის (U,Nb,Ta,W,Mo,B,Ti,V) ზემჟავები. მათ ასევე აჩვენეს, რომ წყალბადის ზეჟანგის მრავალი სავარაუდო ფორმულიდან ყველაზე სწორი და მისაღებია H-O-O-H. მელიქიშვილი იყო პირველი, ვინც მიიღო ამონიუმის ზეჟანგი და ნატრიუმის პერბორატი. ივანე ჯავახიშვილთან ერთად პეტრე მელიქიშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა  თბილისის უნივერსიტეტის დაარსების საქმეში.
1900 წელს  მელიქიშვილმა ლევპიზარჟევსკისთან  ერთად მიიღო პეტერბურგის აკადემიის უმაღლესი ჯილდო, ლომონოსოვის პრემია მონოგრაფიისთვის ზემჟავებისა და ზეჟანგების შესახებ, რომელიც 1899  წელს გამოსცა. ამ შრომას მაღალი შეფასება მისცა  დიმიტრი მენდელეევმა, ხედავდა რა მასში საკუთარი  (და აგრეთვე მენდელეევისგან დამოუკიდებლად მომუშავე ლოთარმაიერის) სისტემი სმტკიცე დასტურს. 1927 წელს მელიქიშვილი
აირჩიეს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.
                                                                                                                         ბექა მამულაძე


Комментариев нет:

Отправить комментарий